უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი დანიშნა. ბუდანოვმა ანდრეი ერმაკი ჩაანაცვლა. ერმაკმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
„ამ დროს უკრაინას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ამ ამოცანების შესრულებას მოემსახურება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა შესაბამის ლიდერებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული საფუძვლები, ასევე შემდგომი ნაბიჯები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.