უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდალის შემდეგ ჯარის გენერალური შტაბის ხელმძღვანელიც შეცვალა.
გენერალ-ლეიტენანტ სერჰი შაპტალას თანამდებობას გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაიკავებს.
ზელენსკის ინფორმაციით, ბარგილევიჩი ახალი მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის კანდიდატურა იყო.
8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ჟალუზნი შეცვალა. მისი ადგილი ოლექსანდრ სირკიმ დაიკავა.
9 თებერვალს ჟალუზნის პრეზიდენტმა უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.