ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთ სანაპირო ზონების დეოკუპაციის ბრძანება გასცა - რეზნიკოვი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინის სამხრეთის სანაპირო ზონების დეოკუპაციის ბრძანება მისცა, რისთვისაც უკრაინა  მილიონობით სამხედრო ძალას აგროვებს.

როგორც Ukrainska Pravda წერს, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვი ბრიტანულ გამოცემა The Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნოს სამხრეთი ტერიტორიები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, რომ სამხრეთის სანაპირო ზონები უკან დაბრუნდეს, რადგან ეს ტერიტორიები ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეზნიკოვის თქმით, პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას მიზნის მისაღწევად გეგმის შემუშავება მოსთხოვა.