ზელენსკის ადმინისტრაციის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - Reuters

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა ამბობს, მემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური კორპუსის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, მოქალაქეები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას აპროტესტებდნენ.

Reuters-ის ცნობითვე, კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტები მანქანის საბურავებით, ჯოხებითა და ქვებით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას. სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეტაკების შედეგად 8 პოლიციელი დაშავდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო.