უკრაინის პრეზიდენმტა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებს შორის ჩინეთის „ბევრი“ მოქალაქეა.
„ჩვენმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსულ ჯარში იბრძოდნენ. ეს მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე – დონეცკის ოლქში. არსებობს ამ პატიმრების დოკუმენტები, საბანკო ბარათები და პირადი მონაცემები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტის ქვედანაყოფებში ჩინელი მოქალაქეები ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ორი“, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პეკინს და გაარკვიოს როგორ აპირებს ჩინეთი რეაგირებს. ზელენსკიმ დაწერა, რომ მოუშაობს დაზვერვა, უსაფრთხოების სამსახური და შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები.
„რუსეთის მიერ ჩინეთის ჩართვა ევროპის ამ ომში, პირდაპირ თუ ირიბად, აშკარა სიგნალია იმისა, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, გარდა ომის დასრულებისა“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობ, რომ დატყვევებული ჩინეთის მოქალაქეები უკრაინის უშიშროების სამსახურში იმყოფებიან.