ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმების შედეგად დაღუპულია - 5, დაშავებულია 130 ადამიანი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, არსებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 130  ადამიანი.

„დილის და შუადღის დარტყმების შემდეგ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ყველა დაშავებული, სულ 130 ადამიანი, იღებს და გააგრძელებს საჭირო დახმარებას.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ამ მასიური თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. დაე, მშვიდად განისვენოს  რუსული ტერორის ყველა მსხვერპლმა. ვენი უდიდესი მადლიერება – უკრაინის მადლიერება – ყველას მიმართ, ვინც იბრძვის და მუშაობს იმისათვის, რომ განდევნოს მტერი ჩვენი მიწიდან და აიძულოს რუსეთი დაასრულოს ეს ომი“,- აცხადებს ზელენსკი მიმართვაში.

2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.