ზელენსკის მიმართვა თბილისსა და სხვა ქალაქებს: დღეს ყველანი უკრაინელები ხართ და მადლობა ამისთვის

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ათასობით ადამიანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას მოუსმინა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ნუ იქნებიან ჩუმად, გამოვიდნენ გარეთ და მხარი დაუჭირონ უკრაინას.

გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელნესკის მიმართვას, რომლის თარგმანიც ეკუთვნის ტელეკომპანია „ფორმულას“.

„მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.

ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი – თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის, “- თქვა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში.