ზელენსკის თქმით, აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეუჩერებია

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების 90 დღის ვადით შეჩერების გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ევროპა ავრცელებს.

„მე არ ვარ მზად დღეს ამაზე სასაუბროდ. ვიცი, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ უნდა გავეცნოთ მათ დეტალურად. დღეს არის ჰუმანიტარულ პროგრამებზე 90-დღიანი შეზღუდვაა. ვიცი, არსებობს უამრავი ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა უჭერდა მხარს. მე ვარ ორიენტირებული სამხედრო დახმარებაზე და ის, მადლობა ღმერთს, არ შეჩერებულა“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს, 25 იანვარს, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მაია სანდუს, უკრაინის ჭეშმარიტ მეგობარს, დღეს კიევში. ჩვენს რეგიონში მიმდინარე ვითარებაზე სიღრმისეული დიალოგი გვქონდა. ჩვენი მეზობლები სერიოზული და არასტაბილური ვითარების წინაშე დგანან და მისი გადაჭრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია.

ეს მოიცავს ენერგეტიკის სექტორსა და მრავალ სოციალურ პრობლემას, რომელსაც ჩვენი საერთო მტერი არამარტო მოლდოვის, არამედ მთლიანი რეგიონის წინააღმდეგ იყენებს. უკრიზისო მოლდოვა, სხვა რაღაცებთან ერთადაც, ჩვენი უსაფრთხოებაც არის. ერთად უნდა ვიმუშაოთ, ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ და ერთობლივი გადაჭრის გზები უნდა ვიპოვოთ, რომლებიც ხალხს დაეხმარება”,- წერს ზელენსკი X-ზე.