ზელენსკის თქმით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ექნება

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ისაუბრებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რათა განიხილოს ამ კვირას აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრის დეტალები. შეხვედრა საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრამპთან განიხილავს შემდგომი ნაბიჯების ზოგიერთ დეტალს – „და ვფიქრობ, მე შემიძლია, მოვისმინო პუტინთან მისი საუბრის დეტალები“, – აღნიშნა მან.

ზელენსკის ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ჩაერთვება თუ არა უკრაინა კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რაზეც უპასუხა, რომ დეტალებზე მხოლოდ ტრამპთან ზარის შემდეგ ისაუბრებს, მაგრამ უკრაინა მზადაა, გაგზავნოს ტექნიკური გუნდი შემდეგი ნაბიჯების განსახილველად:

„როდის იქნება ეს შეხვედრა და როგორი იქნება მისი ფორმატი, ამის თქმას ცოტა მოგვიანებით შევძლებ“, – ამბობს ის.

პრესკონფერენციის დასასრულ, ზელენსკის სთხოვეს განემარტა ტრამპთან საუბარზე მისი კომენტარი, ზელენსკიმ თქვა, რომ ექნება სატელეფონო ზარი და სხვა ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.