უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხერსონში ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ ომის 400-ზე მეტი დანაშაული აღრიცხეს. ნაპოვნია დახოცილი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ცხედრები.
„ის სისასტიკე, რაც რუსეთმა ჩაიდინა ხერსონის ოლქში, ზუსტად ისეთივე დონისაა, რასაც ისინი სჩადიოდნენ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – თქვა ზელენსკიმ.
ხერსონში მასობრივი მკვლელობებისა და წამების ადგილების პოვნის შესახებ პირველად 13 ნოემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ევჰენი ენინის თქმით, ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი წამების კამერები, ზოგიერთი მათგანი განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებების შენობებში.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების დაკავება, ასევე დივერსიული ჯგუფების განეიტრალება.
ასევე ზელენსკის თქმით, ქალაქ ხერსონისა და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლებით უკრაინის იურისდიქცია და კანონი დაბრუნდება 226 ქალაქში, სოფელსა და დასახლებაში, სადაც ახლაც კი 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
Previously: On 13 November, Yevhenii Yenin, First Deputy Minister of Internal Affairs, said that torture chambers set up by Russian occupation forces have been found on the liberated territory of Kherson Oblast; some of these are located in the premises of local police departments.