ზელენსკის თქმით, ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში დაღუპული სამხედროების რაოდენობა დაასახელა და თქვა, რომ ოკუპანტებმა დღემდე 31 000 უკრაინელი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ომის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ისაუბრა.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია რამდენი ადამიანი დაიჭრა უკრაინის მხარეს, რადგან მისი თქმით, ეს რიცხვები მხოლოდ მოსკოვს დაეხმარება. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ცნობები ბევრად მაღალია, ვიდრე რეალური რიცხვი.

„ეს არ არის 300 000 ან 150 000. თითოეული დანაკარგი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსეთის მხარეს, მინიმუმ, 180 000 დაღუპული სამხედროა, ხოლო დაჭრილთა ჩათვლით ეს რაოდენობა 500 000-ს აღწევს. აქვე მან დაამატა, რომ კრემლმა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოკლა.