ზელენსკის თქმით, რუსეთმა „სრულიად გაანადგურა“ დონბასის რეგიონი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა „სრულიად გაანადგურა“ დონბასის რეგიონი.

„იქ ჯოჯოხეთია და ეს არ არის გადაჭარბებით ნათქვამი“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს სჩადის და „ამის გამო ოკუპანტები პასუხს აგებენ“.

ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმას ბოლო 24 საათში 13 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ესხვერპლა.

20 მაისს რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე გაძლიერდა. ხელისუფლების ცნობით, იბომბება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.