ზელენსკის თქმით, საქართველოდან ელჩი გაიწვია

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მაროკოდან და საქართველოდან ელჩები გაიწვია, – ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან.

დღეს ხელი მოვაწერე მაროკოდან ელჩის გამოწვევას, ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური”, – აღნიშნა ზელენსკიმ.