უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის გარეშე გააგრძელოს „მარცვლეულის შეთანხმება”.
„ჩვენ არ გვეშინია, გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება. გარდა ამისა, არსებობს ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო. კიდევ ერთი შეთანხმება – რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს ამ შეთანხმებას, ის არღვევს შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივანთან გუტიერეშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან და არა ჩვენთან, რადგან მათთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეთანხმების შუამავლებს – თურქეთსა და გაეროს შესაბამის სიგნალებს გაუგზავნიან, რათა მარცვლეულის შეთანხება არ დაირღვეს.
რუსეთმა გადაწყვიტა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩეროს – ამის შესახებ დღეს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.