ზელენსკის ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართავს, დააბრუნოს ელჩი საქართველოში.

ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგასა და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს კონსულტაციებისთვის.

ზელენსკის თქმით, ამისი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია.