კინოთეატრ „ამირანთან“ ჰომოფობიური აქციაზე 10-მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის ორგანიზატორები არიან: ლევან ჩაჩუას ორგანიზაცია „ზნეობა“, გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“.
ისინი საპროტესტო აქციას ქართული ფილმის „კომეტებისა“ და ორი უცხოური კინოსურათის წინააღმდეგ მართავენ, რადგან ეს ფილმები ლგბტ თემატიკას მოიცავენ.