ზესტაფონში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის ნაწილი ჩავარდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი.
როგორც შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, შემთხვევა დილით მოხდა, დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დაღღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.