ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სადემონტაჟო სამუშაოების დროს დაშავებული მუშა გარდაიცვალა

პუბლიკა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა, მან თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად მამაკაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

“გუშინ, 15 ოქტომბერს, საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც სასიკვდილო შედეგით დასრულდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. .-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. . დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და იზიარებს ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.”