ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემ მოწყობილობას ცეცხლი წაუკიდეს - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ზესტაფონში,  სოფელ სვირში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ანძას, რომელზეც ინტერნეტის მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ცეცხლი წაუკიდა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ როგორ და რატომ დააზიანეს ინტერნეტგადამცემი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ადგილობრივმა მოსახლემ გადამცემს ცეცხლი იმ მოტივით წაუკიდა, რომ ინტერნეტმოწყობილობას გამოსხივება აქვს  და საფრთხის შემცველია.