რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის გადაწყვეტილებით, კორონავირუსისგან თავდასაცავად საზიარებელ კოვზს ყოველი მაზიარებლის ზიარების შემდეგ სპირტით გაწმენდენ.
ეკლესის გადაწყვეტილებით, ხატები და წმიდა ნაწილები ყოველი მთხვევის შემდეგ ასევე უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით.
„ზიარების შემდგომი „მისაყოლებელი“ იგივე „სიტკბოება“ მორწმუნეებმა უნდა დალიონ ერთჯერადი ჭიქებიდან, სეფისკვერები და ანტიდორი უნდა დარიგდეს ჰიგიენური ხელთათმანით. მაზიარებლებს რეკომენდაცია მიეცათ, თავი შეიკავონ ზიარების შემდეგ ბარძიმზე მთხვევისგან. ასევე, ზეთისცხებისთვის გამოიყენებენ ერთჯერად ფუნჯებს“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
მოსკოვის საპატრიარქოს განცხადებით, მიღებულ ზომებს დროებითი ხასიათი აქვს.