ზიბერტი: ვნახე, როგორ აფრიალებდა ქალი EU-ს დროშას წყლის ჭავლის წინააღმდეგ, ეს სურათი ჩემს მეხსიერებაშია

პუბლიკა

საქართველოში იმყოფება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მიხაელ ზიბერტი. მიხაელ ზიმბერტი პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას გამოეხმაურა. ეს განცხადება მან სასტუმრო „რუმსში”, რეგიონის ქვეყნებში ევროკავშირის ელჩების სამუშაო შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„სასიამოვნო სურათი არ არის, თუმცა, ჩვენი შეხედულებით, ცალკეული ინციდენტია. პირადად მე, ბოლო კვირის, ბოლო ათი დღის განმავლობაში ვნახე ბევრი ვიდეო, სადაც ევროპული დროშა ძალიან მამაცურ ვითარებაში ფრიალებდა, ნანახი მაქვს, როგორ აფრიალებდა ქალი დროშას წყლის ჭავლის წინააღმდეგ, ეს არის სურათი, რომელიც ჩემს მეხსიერებაშია“, – აღნიშნავს მიხაელ ზიბერტი.

ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.