ზოგადად, არ გვინდა დამატებითი მკაცრი შეზღუდვების შემოღება - გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ზოგადად არ უწევენ რეკომენდაციას დამატებით მკაცრი შეზღუდვების შემოღებას და რეკომენდებულია, არსებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლის გამკაცრება.

ამირან გამყრელიძეს სააღდგომოდ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.

„ასევე, რეკომენდაციებია წინასააღდგომოდ და აღდგომის შემდგომ დღეებთან, რომ მაქსიმალურად მოკრძალებულად იქნას აღნიშნული, რათა არ იყოს დამატებითი იმპულსი ინფიცირების გავრცელების“, – განაცხადა მან.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბება, რომელიც, სავარაუდოდ, რეგულაციებზეც იმსჯელებს. ასევე, გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს ან ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომაც გაიმართება.