ზოგიერთ ხაზზე მიკროავტობუსებში ფეხზე დადგომა დაუშვეს

პუბლიკა

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ზოგიერთ სამარშრუტო ხაზზე, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა ნებადართული გახდა.

მერიის მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება დროებითია.

„მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით.

რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და იგი არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას”, – ამბობენ მერიაში.