ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა - ყაველაშვილი რუსული კანონის შეფასებებზე

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა, რუსული კანონპროექტების ერთ-ერთმა ავტორმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უბრალოდ ვნებათაღელვის გამოწვევა უნდა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს საფეხბურთო კლუბების პროტესტზე რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით და ასევე, რას ფიქრობდა ფეხბურთელ შოთა არველაძის გუშინდელ განცხადებაზე. მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ არ დააკონკრეტებს მაგრამ „ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა“.

„ის, რაც ხდება ახლა გარეთ, იმისთვის უნდათ გამოიყენონ, რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ. აქ კლუბები დაასახელეს და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. არ სჭირდება დაკონკრეტება, ბევრი ამჩატდა იმიტომ, რომ… კი, კი, ამჩატდა, ამჩატდა”, – თქვა მან.