„ზოომარტი" მიუსაფარი ცხოველებისთვის 5 ტონა საკვებს გამოყოფს

პუბლიკა

ზოომაღაზიების ქსელი „ზოომარტი” მიუსაფარი ცხოველებისთვის 5 ტონა საკვებს გამოყოფს. კომპანია თხოვნით მიმართავს თბილისის მერიას, რომ ორგანიზება გაუწიონ მათ გამოკვებას.

„სამწუხაროდ, კვების ობიექტების დროებით დაკეტვის გამო ქუჩაში მათთან მიკედლებული უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე და სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.

გთხოვთ, თქვენი რესურსებით გაუწიოთ ორგანიზება მათ გამოკვებას. ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ დროს მათთვის გადმოგცეთ 5 ტონა საკვები და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში!”, – ნათქვამია განცხადებაში.