ზრდის თუ არა ზღვაში ჩამავალი ფეკალიები ვირუსის გავრცელების რისკს

პუბლიკა

შეკითხვას – ზრდის თუ არა ზღვის წყალში ჩამავალი ფეკალიები კოვიდინფექციის გავრცელების რისკს? – პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებულება, რომ ვირუსს წყალში მოხვედრის შემდეგ შეუძლია ადამიანის დაავადება გამოიწვიოს, არ არსებობს და კვლევით ითვლება, რომ ზღვის წყალში ვირუსი არ გადაეცემა.

„ჩამდინარე წყლებში ნამდვილად არის SARS COV 2  ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდ-19 დაავადებას. ეს ვირუსი ფეკალიებში ნამდვილად არის და სხვათა შორის, ერთ-ერთი მეთოდი, რომ აკონტროლო, არის თუ არა ტერიტორიაზე დაავადებულები, არის ამ ტიპის მეთვალყურეობა, ეს რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხორციელდება და ჩვენც გავაკეთეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩამდინარე წყლებში ვეძებთ SARS COV 2 ვირუსს. ასე გამოვიკვლიეთ მარნეული და თეთრი წყარო. ზედამხედველობის ამ მეთოდითაც ვსარგებლობთ. კვლევებით არ ითვლება, რომ ზღვის წყალი შეიძლება წარმოადგენდეს გადაცემის ფაქტორს SARS COV 2 ვირუსის. ამ ეტაპზე მტკიცებულება, რომ ვირუსი ცოცხალია და თუ წყალში მოხვდება, შეუძლია გამოიწვიოს დაავადება არ არსებობს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.