ზუგდიდელი აქტივისტი როსტო ზარანდია გეოგლიფის გამო ზუგდიდის სასამართლომაც დააჯარიმა

პუბლიკა

ზუგდიდელი აქტივისტი როსტო ზარანდია გეოგლიფის გამო ზუგდიდის სასამართლომ 1 750 ლარით დააჯარიმა.

სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ როსტო ზარანდიამ გეოგლიფის გაკეთებით მიწის ფენა დააზიანა.

მანამდე ზარანდია ამავე გეოგლიფის გამო ზუგდიდის მერიას ჰყავს დაჯარიმებული.

13 ნოემბერს ანაკლიის სანაპიროსთან 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი გამოჩნდა წარწერით „მეგობარი აქტი“.

„380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი ანაკლიის სანაპიროდან. ადგილიდან, რომელიც რომ არა ქ*ცების მოღალატეობრივი, ანტიდასავლური პოლიტიკა, მასშტაბური პროექტის ადგილი იქნებოდა და გააუმჯობესებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც და საერთაშორისო პოლიტიკურ მნიშვნელობასაც“, – დაწერა მაშინ ზუგდიდის საპროტესტო აქციების მონაწილე ცაბუნია ვართაგავამ.