ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის მხარდაჭერის შემდეგ „ახალის“ წევრები პარტიას ტოვებენ

პუბლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წვერები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმართავენ. განცხადება პარტიამ გაავრცელა. განცხადების ავტორების თქმით, მათ „განხილვაში შესვლის გარეშე“ მხარი დაუჭირეს მერიის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს.

„ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომას, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია „ახალის“ პოლიტიკურ საბჭომ განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია „ახალს“, – ნათქვამია განცხადებაში.