ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთივე წევრმა, ზუგდიდში კი საკრებულოს 14-მა წევრმა პარტია დატოვეს.
ჭიათურაში ფრაქციის თავმჯდომარემ, გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ ახალმა მენეჯმენტმა პარტიის გაერთიანება ვერ მოახერხა. მისივე თქმით, დეპუტატები მანდატს არ დატოვებენ და საკრებულოში მუშაობას ახალი ფრაქციით გააგრძელებენ.
ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციას 22 წევრი ჰყავდა. პარტია 14-მა დატოვა.
მათი თქმით, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზი მენეჯმენტის „არასწორი, არადემოკრატიული ნაბიჯები“ გახდა.
4 დეკემბერს პარტია დატოვა ბათუმში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.