ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ჭითაწყარში ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.