ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს - შსს

პუბლიკა

“პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი” – ამბობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით დაკავებული 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. – ა

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა,  ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.