ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.