ზუგდიდში დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

პუბლიკა

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

როგორც „პუბლიკას“ უწყებაში უთხრეს, დაკავებულია 2 პირი. ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, 260-ე მუხლის რომელი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

მათი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა ოდენობასა და რომელ ნარკოტიკზეა საუბარი.