ზუგდიდში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

პუბლიკა

ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ  179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე თქმით, საქმეზე მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურიდან წაღებულია 2 000 ლარამდე თანხა.