ზუგდიდში ერთ-ერთი პარტიის ოფისში ქურდობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა”, – წერს შსს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ცნობით, ზუგდიდში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” ოფისი გაქურდეს.