ზუგდიდში, სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში გაუჩინარებულ 15 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული.
უწყების ცნობით, ხილვადობა შეზღუდულია, ვინაიდან მდინარის წყლის დონე მომატებულია.