ზუგდიდში „ოქროს ბირჟის“ დაყაჩაღებაზე გამოძიება დაიწყო – შსს

პუბლიკა

ზუგდიდში, „ოქროს ბირჟა“ დააყაჩაღეს. როგორც თვითმხილველები Odishinews-თან ამბობენ, პირს, რომელიც შეიჭრა შენობაში, თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ოქრო აიღო და ადგილიდან მიიმალა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევაზე გამოძება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.