ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციის შენობის წინ პიროტექნიკის გასროლის გამო აქტივისტი კერენ ესებუა დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მარიამ სიჭინავაც.
განახლება:
პიროტექტნიკის სროლის დროს დააკავეს მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა.
კერენ ესებუა 14 იანვარს ზუგდიდის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
ზუგდიდელი აქტივისტები მიზანმიმართულად არღვევდნენ აქციაზე სახის დაფარვის და ფეიერვერკის გამოყენების აკრძალვებს – ეს ამკრძალავი რეპესიული კანონები „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბერში მიღო.
მარიამ სიჭინავა, რომელიც ასევე პიროტექნიკის გამოყენების გამო დააკავეს, იზოლატორიდან გუშინ გამოვიდა. სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების გამო სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი ჰქონდა შედგენილი. 15 იანვარს ის სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა.