ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავა.

მას პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.