„ზუკა ბერძენიშვილი და მისი მეგობარი, გიორგი მონავარდისაშვილი გადაყვანილია მთავარ სამმართველოში და სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება“, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პუბლიკა“ ცდილობს ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-სთან დაკავშირებას. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 პირი.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ზურა ჯაფარიძის, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის დაკავების შესახებ შს სამინისტრო ამ დროისთვის არ ადასტურებს.