ზურა ჯაფარიძე: არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, ამათგან უკვე ყველაფერი შეიძლება

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე დღეს, 20 მაისს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, მასთან შეკითხვები ჰქონდათ „იმედზე” გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელზეც აღნიშნა, რომ ის დაახლოებით ორი წლის წინანდელ საუბარს ასახავს.

ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

„ამოიღეს „იმედმა” რომ გაუშვა რაღაც ჩანაწერები, სუსის მიერ გაკეთებული. ეგ ჩანაწერები არის ორი წლის ან მეტი ხნის წინ გაკეთებული. მაგას აბამენ ამ აქციებს. ვუთხარი, რომ კი ნალაპარაკევი მაქვს, ყველა სიტყვაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება, მონტაჟი იყოს, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ეგ იყო-მეთქი – პროტესტი როგორ შეიძლება წარმოიშვას. ოღონდ მაგას ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კითხვები იყო, რომ ოდესმე თუ დაგიორგანიზებია ძალადობაო და არა-მეთქი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ-მეთქი.

…აწი ამათგან ყველაფერი შეიძლება. მაგ სტადიაში არიან… შეიძლება [დამაკავონ] კი, მიდი და ამტკიცე, რომ „იმედის” ჩანაწერი სამი წლის წინ არის ჩაწერილი”, – თქვა ჯაფარიძემ.