ზურა ჯაფარიძე დააკავეს - „გირჩი მეტი თავისუფლება"

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გირჩის პოლიტიკოსი, ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან!, – ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ავრცელებს.

მათი თქმით, ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში.


პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.

მოქალაქეები პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ პარლამენტთან. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.