ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

პუბლიკა

„გირჩი“ მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. „პუბლიკას“ ინფორმაცია ზურა ჯაფარის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმაც. ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ ეთანხმება სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტიდან გასვლის შესახებ, თუმცა ენმ-ის ფრაქცია მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

დღეს ციხეში სააკაშვილი ნიკა გვარამიამ მოინახულა. დაწესებულებიდან გამოტანილ წერილში სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, დატოვონ პარლამენტი.