ზურა ჯაფარიძემ ბარი გახსნა, რომელიც რეგულაციებს დაარღვევს

პუბლიკა

,,გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი გახსნა.

ამის შესახებ მან facebook-ზე Live-ჩართვისას თავად განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ბარი, რომელიც  დაარღვევს არსებულ რეგულაციებს. ბარს ჰქვია ,,ჯაფარასთან” და აღმაშენებლის 45-შია განთავსებული.

,,ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, თუ რამე მოხდება შეგატყობინებთ”, – თქვა ჯაფარიძემ.

მოქმედი რეგულაციებით ბარ-რესტორნების მუშაობა ჯერ კიდევ აკრძალულია. ქვეყენაში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც.