ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მისივე თქმით, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე  გაათავისუფლა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის ჩიტაძეზე  იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირებას ცდილობდა, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად.

„ჩემი დაკავება მოხდა ჩიტაძეზე, როცა  ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოვახდინეთ. ზემოდან დაიძრა სპეცრაზმი. ჩვენ დავსხედით ქვაფენილზე. იმედი გვქონდა, რომ სპეცრაზმი არ გადაგვივლიდა ზემოდან, მაგრამ შევცდით. ამის შემდეგ შევეცადე, რომ რამდენიმე ადამიანი წამომეყენებინა. მათ შორის ქალებიც იყვნენ. ვცდილობდი, ფიზიკურად შემეკავებინა სპეცრაზმელები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ის გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე იმ პირობით, რომ უნდა გამოცხადდეს მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანოებიდან გამოიძახებენ.