ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება.
ზვიადაურს თბილისის მე-8 დაწესებულებიდან თელავში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ.
გუშინ, 19 აგვისტოს ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.
ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.