„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტს.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ზვიადაურის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი და მათგან მხოლოდ ერთი იყო გაფორმებული.
ზვიადაური 2021 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზეც იყო დაკავებული და მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდალთან შეიარაღებული დაპირისპირებისას სამი პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ძმა იყო. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმის მკვლელს ესროლა