ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ სპორტსმენები: ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრალში რაც წერია, ასე არ იყო, დანარჩენს ადვოკატები იტყვიან“, – განცხადა სასამართლო პროცესზე ზვიადაურმა.

სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის დღეს ჩატარება ადვოკატებმა მოითხოვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დღეს გამართვის მოთხოვნის მთავარი მიზეზია, რომ ზურაბ ზვიადაურმა ძმის დაკრძალვაზე დასწრება შეძლოს.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.