„მართლაც, ხალხის ძალა ძლიერი ძალაა და არის მეორე ძალა, საერთაშორისო თანამეგობრობა. მე ბევრს შევხვდი და საქართველოს იზოლაციაში მოქცევის სურვილი არავის აქვს. ყველას უნდა ხელისუფლება დააბრუნოს სწორ გზაზე და არავის უნდა, რომ საქართველო ამ პერსპექტივისგან გვერდზე დადგეს. ჩვენ გვაქვს ფანჯარა და ამ ფანჯრის მიმართულებით მობილიზაციაა საჭირო.“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არასოდეს გადაუხვევია მთავარი პრინციპებიდან. განუდგა სააკაშვილს, როცა ავტორიტარიზმის გზას დაადგა და „როცა აქ იწყება იგივე ტენდენციები, ვიტყვი რაც არის საჭირო“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
„მე სადაც ვიყავი იქ ვარ, იგივე პრინციპებით. როცა დაიწყო სააკაშვილის პერიოდში ავტორიტარიზმისკენ სვლა დავდექი მის წინააღმდეგ. როცა აქ იწყება იგივე ტენდენციები აქაც ვიტყვი რაც არის საჭირო. ცუდი განაცხადია, როცა სხვებს ეძახი „სატანისტებს“ „მოღალატეებს“ და რაღაცები, ამით ქვეყანა ვერ აშენდება. ჩვენ გვეძლევა უზარმაზარი შანსი, ამის ხელიდან გაშვების უფლება არავის აქვს, მე მგონი უნდა მოვიდნენ აზრზე“ – თქვა პრეზიდენტმა.