ზურაბიშვილი: ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი EU-ის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას“.

„ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს.

ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ“, – წერს ზურაბიშვილი.

 

დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს შორის შეთანხმება შედგა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.